Skip to main content

Posts

Featured

ტკივილი მიწისა.

  წუთი იწელება , ჭაღარა მატულობს .... მსხვილდება დარდის გორგალი .....   ხის სკამზე ჩამომჯდარი ცრემლგამშრალი დათა პაპა ძროხას აბალახებს და სევდიანად გასცქერის ჰორიზონტს , მართულხლართების მიღმა . გონებაში მტანჯველი ფიქრები აბლაბუდასავით ეხლართება . ფერმკრთალი სახის ნაოჭებში დარდი ჩაჰბუდებია , გული ტყვიასავით დამძიმებია , თუმცა მის ყოფასთან ტყვიაც არაფერია . საკუთარ თავს უსიტყვოდ დასტირის ბერიკაცი ,- გავქარწყლდი , გავნადგურდი , ჩემივე სამშობლოში დავიკარგე ,- რატომ ? რისთვის ?. როგორ დავტოვო ყველაფერი ოჯახისთვის , განა ოჯახი სამშობლოს ნაწილი არ არის . როგორ ვუღალატო მამაპაპისეულ მიწას ?, როგორ მოვჭრა საგვარეულო ხე , რომლის ფესვებიც ასე ღრმადაა გადგმული ამ მიწაში . როგორ დავთმო უფლის ნაბოძვარი მამითადი ? როგორ დავნებდე ?! რაც უფრო ბევრს ფიქრობდა ბერიკაცი , მით უფრო ღრმად ეფლობოდა წარსულის მორევში . თავდაპირველად გონბაში ყრმობის პერიოდი ამოუტივტივდა . თანატოლებთან ერთად ბლისა და თუთის ხეებზე რომ დახ...

Latest Posts