ტკივილი მიწისა.
წუთი იწელება,ჭაღარა მატულობს....მსხვილდება დარდის
გორგალი.....
ხის სკამზე
ჩამომჯდარი ცრემლგამშრალი დათა პაპა ძროხას
აბალახებს და
სევდიანად გასცქერის
ჰორიზონტს,მართულხლართების მიღმა.გონებაში
მტანჯველი ფიქრები
აბლაბუდასავით ეხლართება.ფერმკრთალი სახის
ნაოჭებში დარდი ჩაჰბუდებია,გული ტყვიასავით დამძიმებია,თუმცა
მის ყოფასთან
ტყვიაც არაფერია.საკუთარ თავს
უსიტყვოდ დასტირის
ბერიკაცი,-გავქარწყლდი,გავნადგურდი,ჩემივე
სამშობლოში დავიკარგე,-რატომ?რისთვის?.როგორ დავტოვო
ყველაფერი ოჯახისთვის,განა ოჯახი
სამშობლოს ნაწილი
არ არის.როგორ ვუღალატო
მამაპაპისეულ მიწას?,როგორ მოვჭრა
საგვარეულო ხე,რომლის ფესვებიც
ასე ღრმადაა
გადგმული ამ
მიწაში.როგორ
დავთმო უფლის
ნაბოძვარი მამითადი?როგორ დავნებდე?!
რაც უფრო
ბევრს ფიქრობდა
ბერიკაცი,მით
უფრო ღრმად
ეფლობოდა წარსულის
მორევში.თავდაპირველად გონბაში ყრმობის
პერიოდი ამოუტივტივდა.თანატოლებთან ერთად
ბლისა და
თუთის ხეებზე
რომ დახტოდა,დღეს კი ამ
ხეებსშუა ცივი,უსულო მავთულხლართი გველივით გაწოლილა.თითქოს იქითა
ხის კენწეროზე
ბავშვობის მეგობრები
მოქცეულან,აქეთ
კითვითონ.იხრებიან
კენწეროები ერთიმეორისკენ და სადაც
არის მეგობრები
გაწვდილ ხელებს
ერთმანეთს ჩაჰკიდებენ...სულ ცოტაც
და...
კიდევ უფრო
გამსხვილდა დარდის
გორგალი....
ნაღვლიან სახეზე,ღიმილმა გადაურბინა დათა პაპას.პირველი სიყვარული
გაახსენდა,რომელიც
მას შემდეგ
ცხოვრების მეგზურად
ექცა,და
ამ მარტოობაშიც მისი ნაწილია.
***
ფიქრებში შემოაღამდა მოხუცს.ოჰ,როგორ არ
უყვარდა ღამე.სიბნელეში თითქოს
უფრო ღრმავდებოდა მოუშუშებელი ტკივილი,შუაზე გახლეჩილი
ცხოვრებისა.ღამე
სისხლიან 8 აგვისტოს
აგონებდა.თითქოს
ხელახლა გრძნობდა უკვე განცდილსა
და ნანახს.იმ დაწყევლილ ღამეს
ყველაფერი ცეცხლმა
მოიცვა,თვითმფრინავების ხმაურითა და
ბომბებით დამფრთხალი ხალხი ფანჯრებიდან შეშინებული იცქირებოდნენ,ჯერ კიდევ
არ იცოდნენ
რა ხდებოდა.დათა პაპას ოჯახიც
შიშით ელოდა
როდის შემოუმტვრევდნენ კარს რუსები.როგორც იქნა
დათამ სათითაოდ
მოახერხა შვილებისა
და შვილიშვილების გაშვება სამშვიდობოზე.ბოლოს ვაჟს
აცილებდა,ახალგაზრდა კაცს,არ
ემეტებოდა დედ-მამა დასატოვებლად.
-მამი,გთხოვ დავკეტოთ
ყველაფერი და
ერთად წავიდეთ.
გაჯიუტებული ბერიკაცი,მუხის ხესავით
დამდგარიყო,თითქოს
ფესვები გაედგა
იმ მიწაში,რომელსაც უსამართლოდ ართმევდნენ.იცოდა
შვილმა მამის
ხასიათი,ცრემლმორეული მკედზე ეამბორა
და მშობლიური
კერა დატოვა.
-დათა,რაგვეშველება ახლა
,დათა?-იკითხა
დანაღვლიანებულმა მართამ.
-უფლის ნებით
ყველაფერი კარგად იქნება,მართა,ეს დასასრული არ
არის.
დაცარიელდა სახლი,მარტოდ დარჩენილი
მოხუცები დამშრალი
თვალებით შესცქეროდნენ ერთმანეთს.მომავლის
შიშით შეპყრობილებს,ოჯახზე დარდი
ბურუთივით გასჩხეროდათ ყელში,მაგრამ
იმედს არცერთი
არ კარგავდა,მათ სჯეროდათ, რომ ერთ დრეს,მათი ბუდე ისევ
ავისებოდა და
ახმაურდებოდა..ფიქრებში
გატაცებული მოხუცები
მამაკაცის ხმამ
გამოაფხიზლა.
-დათა,მართა, სასწრაფოდ გამოდით
გარეთ.-მოხუცებს
ოსი მეზობელი
ხუდა ეძახდათ.
-ხუდა,აქ რას
აკეთებ?-იკითხა
დათამ
-არარის ბევრი
დრო,ჩემო
დათა,წამომყევით და მოგვიანებით გეტყვით ყველაფერს.
ცოლ-ქმარი
ხუდას გაჰყვა,რომელმაც ისინი
საკუთარ სახლში
შეიყვანა,უფანჯრო
ოთახში დასვა
და ჩურჩულით
უთხრა:
-რუსები აპირებენ
ქართველების დარბევას,ბრძანება გაუციათ,ქართველების სახლებში
შეიჭერით და
აიძულეთ რუსეთის
პასპორტების აღებაო.ჩემმა ახლობელმა
მითხრა სულ რამდენიმე წუთის
წინ,მეც
კიდე თქვენთან
გამოვიქეცი,რომ
წამომეყვანეთ და
ჩემთან დამემალეთ.ცოტახნით აქ
მოგიწევთ ყოფნა,ვიდრე ვითარება
შედარებით დამშვიდდება,შემდეგ კი
ვნხოთ,რა
იქნება.
დათამ ცრემლმორეული ,მადლიერებით სავსე
თვალებით შეხედა
სიყრმის მეგობარს.
-იმედს არ
ვკარგავ, ჩემო
ხუდა,მაგრამ
ჯერჯერობით ასეთი
ყოფილა ჩვენი
ბედი.მთელი
ცხოვრება ერთად
გავატარეთ და
ახლა ვიღაცას
უნდა მტრები
გავხდეთ!.ეს
არ მოხდება.
მოხუცები მეზობლის
სახლში,რამდენიმე
დღე დარჩნენ.
დაუპატიჟებელი სტუმრები
დაგეშილი ძაღლებივით დაძრწოდნენ ქართველების სახლებსა და
ეზოებში.....იტაცებდნენ.....კლავდნენ.....აწამებდნენ.....ყველაზე
მტკინვეული და
დამამცირებელი კი
მაინც მავთულხლართის გაბმა იყო,რომელმაც ქართული
მიწა ორად
გაჰყო.თვალცრემლიანიანები უცქერდნენ მავთულ
ხლართის მიღმა
საქართველოს დათა
და მართა.მათ სჯეროდათ,რომ
ერთხელაც მავთულხლართი გაქრებოდა და
ორად გახლეჩილი
მამა-პაპის სისხლით განოყიერებული მიწა
გამთლიანდებოდა.
გული ვეღარ
უძლებდა დათას,თითქოს სინდისი
ქეჯნიდა საკუთარი
სახლის მიტოვების
გამო.....ვერ
დაიყოლია ხუდამ
დარჩენაზე.....ღამის
სიბნელეში გამოაცილა
სახლისაკენ მეზობლები.
გულჩათხრობილი დახვდათ
დაცარიელებული კერა
დათას და
მართას.აღარ
იყო ძველებური
სითბო და
სილაღე.ყველა
კუთხეში დარდი,შიში და გაურკვევლობა ჩაბუდებულიყო.
ორიოდე დღეც
არ ყოფილა
გასული,მოხუცებმა
გამთენიისას ფეხის
ხმა გაიგონეს.კარზე ვიღაცამ უხეშად
დააბრახუნა და
პასუხსაც არ
დალოდებია,ისე
შემოაბიჯა ოთახში.
ვინ ბრძანდებით?-იკითხა დათამ
-სერჟანტი დიმიტრი
გახლავართ.!რაო,არ გესიამოვნათ ჩემი
მოსვლა?!აკი
ქართველები სტუმართმოყვარე ხალხიაო?!დამცინავად დაუწყო
ლაპარაკი მოხუცებს
ჯარისკაცმა.
-მობრძანდი,გენაცვალე,სტუმარი ღვთისაა!
დათა პაპამ
სკამი შესთავაზა
და მეუღლეს
გასძახა:
-შენს გახარებას,დოქით
ღვინო,ყველი
და პური
მოიტანე.მშიერი
იქნება ბიჭი.გავასინჯოთ ერთი
რუს კაცსს
ქართული ღვინო.
-ამდენი დრო
არ მაქვს,პასპორტებთან დაკავშირებით მოვედი,მოხუცები
ხართ და
ამიტომაც წყნარად
გესაუბრებით.უმჯობესია
პასპორტების აღებაზე
დათანხმდეთ და
ამით საქმე
დავამთავროთ.
-მოიცა,შენიჭირიმე,მოხუცი რომ
არ ვიყო,რა,გამლახავდი?მოხუცივარ
თუ ბავშვივარ
ამას რა
მნიშვნელობა აქვს,კაცი ვარ და
კაცურად ვისაუბრობთ.
-არა,ეგ არც
მიფიქრია,მე
უბრალოდ....(ცოტა
დაიბნა რიხით
მოსული სტუმარი.)
-ერთი შენ ის
მითხარი,ახალგაზრდავ,რამდენი წლის
ხართ?-დათამ
დიმიტრის სიტყვა
გააწყვეტინა.
-ოძდაოთხის.
-ჩემი შვილიშვილის ასაკისა
ყოფილხარ
დათამ ახალგაზრდას გაუღიმა და
თმაზე ხელი
გადაუსვა.
ჯარისკაცს თითქოს
ეხამუშა მოხუცის
მოფერება,უხეშად
მოიშორა მისი
ხელი და
თვალებში არც
შეუხედავს ისე
უთხრა
-თქვენთან საუბრის
დრო არ
მაქვს,მომეცით
პასპორტები.:
-საიდანხარ,დიმიტრი?-თითქოს არ
შეიმჩნია დათამ
ჯარისკაცის თავხედობა
და ჩვეულებრივ გააგრძელა საუბარი-
-ვასელგადან ვარ,ერთი ლამაზი სოფელია
ჩემს სამშობლოში.
-სამშობლოში ყველაფერი
ლამაზი და
ახლობელია,შვილო.ჩემთვისაც და
ჩემი შვილებისთვისაც ლამაზია ჩვენი
სოფელი,რომელიც
დღეს სისხლით,ტკივილითა და
ცრემლით დამძიმებულა
-ვინ გყავს ოჯახში
დარჩენილი,ჯარისკაცო?
-პატარა ვიყავი,მშობლები რომ
გარდამეცვალა.ბებიამ
გამზარდა,მის
გარდა არავინ
მყავს,-ხმაში
თითქოს სევდა
და სითბო
ერთდროულად შეეპარა
სამყროდ მისულ
დაუპატიჟებელ სტუმარს.
-მისმინე,შვილო,შენი მშობლების საფლავზე
თუ დადიხარ?
-დიახ,როცაკი სამსახური
ამის საშუალებას მაძლევს.
-წარმოიდგინე,რომ
შენს სოფელში
ჩადიხარ და
შენი მშობლების
სასაფლაო მავთულხლართით არის გარშემორტყმული,ან თუნდაც
შენი სახლი,წარმოიდგინე მავთულხლართის მიღმა მომტირალე
ბებიაშენი,მარტოდ
დარჩენილი.იფიქრე
იმაზე,რომ
ორად გაგგლიჯეს,გაგანადგურეს,ყველეფრის შემდეგ,შენთან
მოვიდნენ და
გაიძულეს ოკუპანტი
ქვეყნის პასპორტიც
აგეღო!-რა
ჰქვია ამ
საქციელს შვილო?!
ჯარისკაცმა წარბი
შეიკრა,სახე
შეეჭმუხნა,თავი
დახარა,ხელები
ნერვიულად აუკანკალდა და ლოყაზე
წყვილი ცრემლი
ჩამოუგორდა.
-იცი, რომ ჩვენი
შვილები ამ
მავთულხლართის იქით,ჩვენს გარეშე
აგრძელებენ ცხოვრებას?-უფრო მტკიცედ განაგრძო
დათამ.-უმძიმთ,თუმცა სხვანაირად არ შეუძლიათ.მეც შემეძლო წავსულიყავი,მაგრამ იმ
ქვეყანაზე როგორ
შევხვდებოდი ჩემს
წინაპრებს,რომლებიც
საუკუნეების მანძილზე
სიცოცხლის ფასად
იცავდნენ თითო
მტკაველ ქართულ
მიწას.მე
აქ უნდა
მოვკვდე,აქ
უნდა დავიმარხო,ვერანაირი მავთულხლართი ვერ გახლეჩსს
სამშობლოს სიყვარულს.
-დათას სიტყვებმა,ჯარისკაცს თითქოს
გაყინულო გული
გაუთბო.გაახსენდა
მშობლიური სოფელი
და ჭიშკართან
მდგარი მოხუცი
ბებია,რომელიც
ყოველ გამოცილებაზე პირჯვარს სწერდა,ქოჩორზე ეფერებოდა
და ეჩურჩულებოდა:-არ დაივიწყო
შენი კერა,შენი მოხუცი გამზრდელი,სიკეთე ქენი,რომ უფალმა ჯანმრთელი
დამიბრუნოს შენი
თავი.
დათამ შეამჩნია
ქარიშხალი ჯარისკაცის სულში,ჭიქა
ღვინით გაუვსო
და ლაპარაკი
მამაშვილურად გააგრძელა.
-ერთ რჩევას მოგცემ,ახალგაზრდა ბიჭიხარ,ცხოვრება წინ
გაქვს,ბოროტებაში ნუ გაფლანგავ
უფლის მიერ
ბოძებულ დროს,შენს სოფელში დაბრუნდი
და მოეფერე
მშობლიურ მიწას,რომ ერთ დღეს
სანანებელი არ
გაგიხდეს რამე.
ჯარისკაცის თვალწინ
თითქოს მისი
მოხუცი ბებია
იდგა,რომელიც
სიყვარულით შესცქეროდა,პირჯვარს სახავდა
და დაბრუნებას ემუდარებოდა...
....შევსებული ჭიქა
გამოცალა,ალალად
მიწვდილი ორიოდე
ლუკმა გადაყლაპა,მოხუცებს დაემშვიდობა და ისე
წავიდა,პასპორტები აღარც უხსენებია.
***
უფრო აიბურდა
დარდის გორგალი,უფრო დამძმიდა და
დამსხვილდა ბევრი
დარდით,ბევრი
მოგონებით და
ცოტა იმედით..
***
ერთ საღამოს
თავი შეუძლოდ
იგრძნო ,დათა
პაპამ.ალბათ
შემაციაო,იფიქრა.დღეს ნამეტანი მომივიდა
ეზოში ჯდომაო...მძიმე ნაბიჯებით
მივიდა საწოლამდე....ვერც ცოლის შემოტანილმა ჩაიმ გამოუკეთა
გონება.ტახტზე
ოდნავ მიწოლოლო,ჭერს მიაჩერდა,თითქოს
ვიღაცას ეძებდა
თვალებით.....ოთახში
უჩვეულო ბურუსი
ჩამოწვა.თუმცა
მოხუცმა მაინც
გაარჩია შვილის
მუდარით სავსე
სახე,თვალებით
მიესიყვარულა,უნდოდა
მოფერებოდა,მაგრამ
ვერ სწვდებოდა...ვიღაცას ოთახშიც
მავთულ ხლართი
გაება....
-მამი გადაწყვიტე,წამოდი,უშენოდ ძალიან
გვიჭირს!.
-მე ჩემი სათქმელი
გითხარი შვილო,ვერ მოვასწრებ წამოსვლას,რადგან შორს
მივემგზავრები.
-მაინც სად
მიხვალ, ადამიანო!
-იქ, სადაც მტრობა
და ბოროტება
არ არსებობს,სადაც მამა-პაპის მიწას
შუაზე ვერ
გაგიხლეჩენ..ზეციურ
საქართველოში ყველაფერი
მთლიანი და
ერთიანია....
მოხუცს სხივჩამქრალ თვალებში წამიერად
სიხარულმა გაუელვა.აკანკალებული ხელი
გაიწოდა შვილის
მოსაფერებლად,მაგრამ
საყვარელი ვაჟის
მაგივრად სიცარიელე
და ეკლიანი
მავთული დახვდა...
-დრო მოვიდა...
დათას დანაოჭებულ ლოყაზე უკანასკნელი ცრემლი ჩამოუგორდა..
-დრო მოვიდა...
დასასრული.
Comments
Post a Comment